გრაფიკული დიზაინის მოკლე ისტორია
წაკითხვის სავარაუდო დრო: 10 წუთი
მიუხედავად იმისა, რომ UX/UI და პროდუქტის დიზაინი თანამედროვე და ახალი დისციპლინებია, თვითონ გრაფიკული დიზაინის ისტორია, საკმაოდ შორს მიდის. იგი იმაზე ბევრად ადრე არსებობდა, ვიდრე პროგრამული უზრუნველყოფა და ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა ფოტოშოპი და ილუსტრატორი.
ჩნდება კითხვა: ზუსტად რა სახით არსებობდა გრაფიკული დიზაინი კომპიუტერის გამოგონებამდე?
ტერმინი, „გრაფიკული დიზაინი“, ძალიან ფართო შინაარსის მქონეა და ხშირად გამოიყენება დიზაინის სხვადასხვა კატეგორიების აღსანიშნავად, ვებ და ციფრული დიზაინის ჩათვლით.
გრაფიკული დიზაინის ისტორიის სათავე შორს, ძველი წელთაღრიცხვიდან უნდა ავითვალოთ, როდესაც ძვ.წ. 3800 წლის დროინდელი ნახატები აღმოაჩინეს გამოქვაბულის კედლებზე. შემდეგი ეტაპი უკვე ვიზუალური ენა, ანუ ანბანია (თავდაპირველი პიქტოგრამები), რომლის გამოგონებასაც შუმერებს მიაწერენ (ძვ.წ. 3300- 3000 წწ).
ლასკოს გამოქვაბულის ნახატები სამხრეთ საფრანგეთში
შუმერული დამწერლობა
გრაფიკული დიზაინის განვითარების შემდეგი ეტაპი ბეჭდვის გამოგონებაა. 1040 წელს, ბი შენგმა, გამოიგონა პირველი ტექნიკა მოძრავი შრიფტით ბეჭდვისათვის, ხოლო 1439 წელს, გუტენბერგმა, ევროპაში მოძრავი საბეჭდი შემოიტანა და დასავლურ კულტურაში მასობრივი კომუნიკაცია შემოვიდა. ამ მოვლენამ შესაძლებელი გახადა გრაფიკული დიზაინის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია რეკლამისა და გრაფიკული დიზაინის ევოლუცია.
ნაბეჭდი წიგნის ყველაზე ძველი ნიმუში ჩინეთიდან, 868 წ.
ინდუსტრიულმა რევოლუციამ, დაახლოებით 1760- 1840 წლებში, შექმნა ისეთი ახალი ტექნოლოგიები, რომელიც წარმოების პროცესის გაზრდას შეუწყობდა ხელს, როგორიცაა ლითოგრაფია.
ლითოგრაფია არის ბეჭდვის ისეთი მეთოდი, რომელიც გულისხმობს კონკრეტული დიზაინის ქვის, ან ლითონის ზედაპირზე შეღებვას და მის ფურცელზე გადატანას. საბოლოოდ, აქედან განვითარდა ქრომოლითოგრაფია, რომელიც იგივე ლითოგრაფიაა, თუმცა ფერადი.
ადრეული ფერადი ლითოგრაფიის ნიმუში 1835 წლიდან, ნარინჯისფერი და ციანი შავი მელნით
პირველი გრაფიკული დიზაინის სააგენტო 1903 წელს, დააარსა მხატვარმა კოლომან მოსერმა, არქიტექტორმა ჯოზეფ ჰოფმანმა და მათმა მფარველმა- ფრიც ვაერნდოფერმა.
სააგენტოში- Werkstätte, შეიკრიბნენ არქიტექტორები, მხატვრები და დიზაინერები, რომლებიც მუშაობდნენ კერამიკაზე, მოდის ინდუსტრიაში, ვერცხლზე, ავეჯზე, და გრაფიკულ ხელოვნებაში. ისინი ითვლებიან პიონერ თანამედროვე დიზაინერებად, რომლებმაც ადრეულ პერიოდში მოახდინეს გავლენა ისეთ სტილებზე, როგორიცა ბაუჰაუსი და არტ დეკო- გარკვეულწილად, მათმა განსაზღვრეს მომავალი თაობის დიზაინის სტანდარტებიც.
Wiener Werkstätte ბლანკი, 1914 წელი. (წყარო: Smashing Magazine)
ჩავუღრმავდეთ რამდენიმე მთავარ და გავლენიან მოძრაობას ხელოვნებიდან, რომლებმაც გავლენა მოახდინეს გრაფიკული დიზაინის განვითარებაზე.
არტ ნუვო
არტ ნუვო („ახალი ხელოვნება“) ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპასა და აშშ- ში 1880- იანი წლებიდან პირველ მსოფლიო ომამდე. ეს იყო XIX საუკუნის ტრადიციული სტილისგან გათავისუფლების მცდელობა.
არტ ნუვოს შემქმნელები ცდილობდნენ წინ წამოეწიათ ხელოსნობის სტატუსი და შეექმნათ ჭეშმარიტად თანამედროვე ისეთი დიზაინი, რომელიც ასახავდა მათ მიერ შექმნილი ნივთების სარგებლიანობას. სტილის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია ორგანული, ასიმეტრიული ხაზის გამოყენება მყარი, ერთგვაროვანი ფორმების ნაცვლად.
ავტორი: Alphonse Mucha
ავტორი: Otto Eckmann
ბაუჰაუსი
ბაუჰაუსი 1919 წელს დაიწყო გერმანიაში, ვაიმარში და წარმოადგენს ერთ- ერთ გავლენიან მიმდინარეობას, რომელიც ცდილობდა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, გატეხილი საზოგადოება აღედგინა. ბაუჰაუსის გრამატიკა სამკუთხედი, წრე და კვადრატია.
ბაუჰაუსის მიმდევრები დაუპირისპირდნენ ყველაფერს, მათ შორის, ტრადიციული სწავლების მეთოდს. ისინი აერთიანებდნენ ხელოვნებასა და კრაფტს, კლასიკურ და ავანგარდულ სტილებს, ფორმასა და ფუნქციას. ბაუჰაუსის დიზაინი აერთიანებდა მინიმალიზმს, გეომეტრიულ ფორმებს და მარტივ ტიპოგრაფიას.
ავტორი: Paul Renner
ავტორი: László Moholy Nagy
არტ დეკო
არტ დეკო პარიზში დღესასწაულივით დაიწყო 1925 წელს, იგივე პერიოდში, რომელმაც ჩვენ „დიდი გეტსბი“, ხელმისაწვდომი მანქანა და პირველი ხმოვანი ფილმი მოგვცა.
სტილი, ელეგანტურობა და დახვეწილობა არტ დეკოს დიზაინის მთავარი მახასიათებლებია.
ავტორი: Georges Lepape
ავტორი: Erté
შვეიცარიული დიზაინი (ტიპოგრაფიის საერთაშორისო სტილი)
შვეიცარიული დიზაინი ბაუჰაუსის რაციონალურ მიდგომაზე დაყრდნობით აშენდა და მის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს მინიმალიზმი. ამ მიმართულების წყალობით, მინიმალიზმი დაბრუნდა ბრენდინგში, UI დიზაინსა და შეფუთვაში. ამ ტრენდის მომხმარებლები არიან ისეთი გავლენიანი კომპანიები, როგორიცაა GOOGLE და Apple. ისინი უპირატესობას ანიჭებენ სუფთა, დახვეწილ და მარტივ ესთეტიკას, ნაცვლად ორნამენტებისა და დეკორისა. შვეიცარიული დიზაინის მნიშვნელოვან მიღწევას ე.წ. „გრიდების“ (ბადეების) გამოყენება წარმოადგენს, რაც ვებსაიტის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ავტორი: Ernst Keller
ავტორი: Josef Muller Brockmann
პოპ არტი
პოპ არტმა პოპულარობა მოიპოვა 1950- 60- იანი წლების ბოლოს და დაიწყო, როგორც აჯანყება ხელოვნების, კულტურისა და ტრადიციული დომინანტური შეხედულებების წინააღმდეგ, თუ რა არ უნდა იყოს ხელოვნება.
შთაგონების წყარო მერყეობდა იმ ჰოლივუდის ფილმებიდან, რეკლამებიდან, პროდუქტის შეფუთვიდან, პოპ- მუსიკიდან და ხელოვნებიდან, რომლებიც უარყოფდნენ „მაღალი ხელოვნების“ პრეტენზიებს თამამი, გრაფიკული პრინტების სასარგებლოდ.
ავტორი: Roy Lichtenshtein
ავტორი: Andy Warhol
პოსტმოდერნიზმი
პოსტმოდერნიზმი იყო რეაქცია მოდერნიზმის წინააღმდეგ. განსხვავებით მოდერნიზმისგან, რომელიც ეფუძნებოდა იდეალიზმსა და მიზეზობრიობაზე, პოსტმოდერნიზმი დაიბადა სკეპტიციზმისაგან. მოდერნიზმი აფასებდა სიცხადესა და სიმარტივეს, როცა პოსტმოდერნიზმმა მოიცვა მნიშვნელობის კომპლექსური და ხშირად წინააღმდეგობრივი ფენები.
მოძრაობის ახალგაზრდა დიზაინერები, ეჭვქვეშ აყენებდნენ „ფორმა გამოხატავს ფუნქციას“ ფილოსოფიას, რომელიც დაკავშირებულია მოდერნიზმთან, რომელიც თავის მხრივ, შვეიცარიული სტილიდან გამომდინარეობს.
დიზაინერები ქმნიდნენ თავისუფლად და არღვევდნენ წესებს კოლაჟის, დამახინჯების, ცოცხალი ფერებისა და აბსტრაქტული სტილის გამოყენებით.
ავტორი: April Greiman
ავტორი: Knowy
როგორ ზემოქმედებს ხელოვნების მოძრაობები დიზაინის ტენდენციებზე
ხელოვნების ერთი მოძრაობა მოქმედებს მეორეს ქცევაზე. დიზაინის სტილიც შეიძლება ცოტა ხნით იყოს პოპულარული, მაგრამ შემდეგ მოდის რაღაც, პოსტმოდერნიზმის მსგავსი და ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ყველაფერი იცვლება და ვითარდება. რეკლამა და ბეჭდვის დიზაინი, ოდესღაც, გრაფიკული დიზაინის ბირთვს წარმოადგენდა. კომპიუტერის, ფოტოშოპისა და ინტერნეტის გამოგონებასთან ერთად, გაჩნდა ახალი დიზაინის დისციპლინები, როგორიცაა: ვებ დიზაინი, ინტერაქტიული დიზაინი, UX/UI დიზაინი და პროდუქტის დიზაინი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სპეციალიზებული სფეროებია დიზაინში, ყველა გრაფიკული დიზაინისგან წარმოიშვა.
რა უნდა გაითვალისწინოთ ამ ყველაფრის შემდეგ?
მოემზადეთ და იცოდეთ, რომ დიზაინის ტენდენციები მუდამ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, უნდა განაგრძოთ სწავლა და განვითარება მომავლის დიზაინთან ერთად.