8 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელთაც მხოლოდ სმარტ აკადემიაში დაეუფლები - ჩვენი ექსკლუზიური კურსები
სმარტ აკადემია 3 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში განვითარების დიდი გზა გავიარეთ. სფეროს წამყვანი ლექტორები და ჩვენი ხელშეწყობით დასაქმებული კურსდამთავრებულები ჩვენი მთავარი ღირებულებაა.
აკადემია დღეს 43 სასწავლო კურსს ახორციელებს. მათ შორისაა 8 ექსკლუზიური კურსი. თუ ამ მაღალანაზღაურებადი, მოთხოვნადი პროფესიებით დაინტერესდები, საფუძვლიანად შესწავლას მხოლოდ ჩვენთან შეძლებ. თითოეული კურსის დასრულების შემდეგ გექნება შანსი სტაჟირება გაიარო ან დასაქმდე სმარტ აკადემიის პარტნიორი კომპანიებიდან ერთ-ერთში.
ციფრული პროდუქტების ტესტირება
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, რამდენად გამართულად და ეფექტიანად მუშაობს პროდუქტი. ამ ყველაფერს ციფრული პროდუქტების ტესტერი აკეთებს. მისი მოვალეობები მხოლოდ ხარვეზების აღმოჩენით არ შემოიფარგლება. ის პროდუქტის შექმნის საწყის ეტაპზეც სამუშაო პროცესის მონაწილეა და გუნდის თითოეულ წევრთან მჭიდრო კავშირი აქვს. პირობითად, დიზაინერისა თუ დეველოპერის მუშაობის პარალელურად, ტესტერი შესაბამის ტესტ-ქეისს წერს და როგორც კი პროდუქტს მიიღებს, მის გამოსაცდელად მზადაა. შემდეგ ხარვეზებს აღწერს და დეველოპერს აწვდის. გასწორების შემდეგ, პროდუქტს ისევ ამოწმებს,
ტესტერი სჭირდება ყველა იმ კომპანიას, რომელიც ციფრულ პროდუქტს აწარმოებს. უფრო ზუსტად - ტესტერი უნდა იყოს ყველგან, სადაც დეველოპერია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს მიმართულება განვითარების საწყის ეტაპებს გადის, პროფესიონალ ტესტერებზე მოთხოვნა მაინც დიდი და მზარდია. ტესტერის პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი განათლება არ გჭირდებათ.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
UX/UI ქოფირაითინგი
ქოფირაითინგი არის წერა მარკეტინგული მიზნებისთვის, ის ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. UX/UI ქოფირაითინგი მრავალგვარი სახელით შეიძლება შეგვხვდეს და გულისხმობს, ტექსტის შექმნას საიტებისა თუ აპლიკაციებისათვის. აბრევიატურები ასე იშიფრება: UX (User Experience) მომხმარებლის გამოცდილებას ნიშნავს, UI (User Interface) კი მომხმარებლის თვალით დანახულ ინტერფეისს გულისხმობს. თუ ქოფირაითერი, პირველ რიგში, ბიზნესისა და ბრენდის ინტერესების მიხედვით მოქმედებს, UX ქოფირაითერის მთავარი მიზანი მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაა.
სმარტ აკადემიაში UX/UI ქოფირაითინგის კურსი 10 შეხვედრას მოიცავს, რაც საწყის ეტაპზე საკმარისია, მით უმეტეს, თუ სტუდენტს უკვე აქვს ქოფირაითინგის გამოცდილება. ლექციების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ მასალას ეთმობა. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა ჯუნიორ UX ქოფირაითერად მუშაობა უნდა შეძლონ.
მინიმალური ანაზღაურება: 1,200 ლარი
ხელფასი გამოცდილებისა და დატვირთვის მიხედვით იზრდება. ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად, ხშირია ფრილანს შეთავაზებებიც.
შემოგვიერთდი კურსზე, დარეგისტრირდი აქ.
პროდუქტის მარკეტინგი
პროდუქტის მარკეტინგი არის ტაქტიკური რგოლი, რომელიც იღებს პროდუქტზე პასუხისმგებლობას იდეიდან გაშვებამდე და დგას პროდუქტის უკან, მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
ბოლო პერიოდში, საქართველოში უკვე ვხვდებით ამ კადრით დაინტერესებულ კომპანიებს. ზოგადად, პროდუქტის მენეჯმენტის მიმართულება ძალიან მოთხოვნადი გახდა. უკვე ყველამ ვიცით, რომ პროდუქტი ის უნიკალური ღირებულებაა, რაც კომპანიებს ერთმანეთისგან გამოარჩევს.
მინიმალური ანაზღაურება: 1500 ₾.
გამოცდილებასთან ერთად, ხელფასი იზრდება. ეს დამოკიდებულია კომპანიის სტრუქტურაზეც, პროდუქტსა და კიდევ ბევრ სხვა დეტალზე.
დეტალურად კურსის შესახებ გაიგე და რეგისტრაცია გაიარე აქ.
Adobe-Premiere Pro-მონტაჟის რეჟისურა
წლების განმავლობაში, მემონტაჟეების დასაქმების ძირითად სივრცედ ტელევიზია მოიაზრებოდა, მაგრამ ეხლა ინტერნეტის და იუთუბის მასშტაბების გაზრდამ, ეს სფერო კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა.
ტელევიზიას მონტაჟი სხვადასხვა მიმართულებით სჭირდება: ნიუსი, სიუჟეტი, გადაცემები, შოუები, სპორტი. თითოეულ მათგანს განსხვავებული სპეციფიკა აქვს.
კურსის განმავლობაში, სტუდენტს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ეძლევა თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, რაც ამ მიმართულებით დასაქმებაში დაეხმარება.
პროფესიონალ მემონტაჟეებს საქმის კეთება სახლიდანაც შეუძლიათ, რაც მათ მეტ თავისუფლებას და რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
საშუალო ანაზღაურება: 2000-2500 ლარი.
კურსზე რეგისტრაცია გაიარეთ აქ.
ექსპრეს კურსი სამშენებლო სამართალში
სამშენებლო კომპანიებში დასაქმებულ იურისტთა ნაწილს არ აქვს ვიწრო ცოდნა სამშენებლო სამართლის მიმართულებით, რაც ხშირად, კომპანიებს ფინანსურად აზარალებს.
სმარტ აკადემია საქართველოში ერთადერთი სასწავლებელია, სადაც სამშენებლო სამართლის დეტალურად შესწავლას შეძლებთ. კურსი გათვლილია არამხოლოდ სამშენებლო კომპანიაში დასაქმებულთათვის, არამედ სამართლის იმ სტუდენტებისა და დამწყები იურისტებისთვის, ვისაც ეს მიმართულება აინტერესებს.
კურსზე რეგისტრაცია გაიარეთ აქ.
ნეირომარკეტინგი
ნეირომარკეტინგი ნეირომეცნიერების და მარკეტინგის სინთეზია, რომლის მთავარი მიზანი, პოტენციური მომხმარებლის რეალური გრძნობებისა და დამოკიდებულების განსაზღვრა/გამოვლენაა. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარებული მარკეტინგული კვლევა ერთ-ერთ ყველაზე სანდო შედეგებად ითვლება.
გარდა იმისა, რომ ნეირომარკეტინგი უბრალოდ საინტერესო სფეროა, მარკეტერისთვის დამატებითი ინფორმაციული რესურსია, რაც პროექტის სხვა მხრიდან დანახვასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, მსმენელებს წარმოდგენა შეექმნებათ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნეირომარკეტინგის და მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები, პროდუქტის აღქმა მომხმარებლის მხრიდან, მოტივაციები და გავლენები გადაწყვეტილების მიღებისას, ეფექტიანი რეკლამირების პრინციპები, კულტურული გავლენები მომხმარებელთა ქცევაზე.
კურსზე რეგისტრაცია გაიარე აქ.
Food Photography
დღეს, მსოფლიოში ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად საკვების ფოტოგრაფია განიხილება. საქართველოში დასაქმების არეალი მოიცავს ყველა ტიპის კვების ობიექტს.
ასე რომ, თუ ფოტოების გადაღება შენი ჰობია, სმარტ აკადემიაში ამ საქმის შესწავლა ძალიან მცირე დროში, პროფესიონალურ დონეზე შეგიძლია.
კურსზე რეგისტრაცია გაიარეთ აქ.
Amazon Web Services
Amazon Web Services ღრუბლოვანი სერვისების სწავლა ნელ-ნელა სავალდებულო ხდება. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში ამ საქმის პროფესიონალებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ვინაიდან ბიზნესი მასიურად მიგრირებს ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების მხარეს, რაც განპირობებულია დაბალი ფასითა და სანდოობით.
სმარტ აკადემიის კურსი იძლევა AWS-ის საკვანძო სერვისების პრაქტიკულ თუ თეორიულ ცოდნას, ასევე მნიშვნელოვან ბაზას AWS საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისკენ.
Amazon Web Services-ს უკვე აქტიურად იყენებენ ბანკები, მსხვილი და საშუალო ზომის ორგანიზაციები.
მინიმალური ანაზღაურება: 2500 ლარი.
კურსზე რეგისტრაცია გაიარეთ აქ
წაიკითხე: 6 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომლითაც დასაქმებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ