0
მენიუ
banner banner

"აკადემიის გუნდი, ყოველთვის მზად არის დახმარება გაგიწიოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით" - ოთო მაღლაკელიძის შთაბეჭდილება

"აკადემიის გუნდი, ყოველთვის მზად არის დახმარება გაგიწიოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით" - ოთო მაღლაკელიძის შთაბეჭდილება

ოთო მაღლაკელიძემ სმარტ აკადემიაში FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსი გაიარა. ახლა კი, ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს. 

კურსი საკმაოდ ვრცელი იყო. სრულად მოიცავდა HTML- სა და CSS- ს. დიდი პლუსია ის, რომ კურსის შინაარსი დაგეგმილია ისე, რომ დამწყებისთვისაც კი გასაგები იყოს. ანუ, არ არის აუცილებელი რაიმე სახის წინასწარი ცოდნა იმისათვის, რომ კურსი წარმატებით დახურო. 

ლექტორები მაქსიმალურად არიან ორიენტირებულნი იმაზე, რომ სტუდენტებმა წარმატებით აითვისონ მოწოდებული მასალა. ყოველთვის მზად იყვნენ ამომწურავი პასუხი გაეცათ ჩვენს ნებისმიერ კითხვაზე. 

ლექტორის ასისტენტი, თორნიკე, მაქსიმალურ ძალისხმევას დებდა იმაში, რომ არ დარჩენილიყო არანაირი გაურკვეველი საკითხი და თუ ლექციის დასრულების შემდეგ, დავალების შესრულების პროცესში რაიმე სირთულე შეგვექმნებოდა, ინდივიდუალურად პასუხობდა ჩვენს კითხვებს. 

გვქონდა პრაქტიკული დავალებები და დამატებითი სამუშაო მასალაც, რაც კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ გამოიმუშაო დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და კურსის დამთავრების შემდეგ, ამ მიმართულებით პროექტების შესრულება წარმატებით შეძლო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ აკადემიის გუნდი, ყოველთვის მზად არის დახმარება გაგიწიოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

დარეგისტრირდი FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები