0
მენიუ
banner banner

,,სმარტ აკადემიამ და აქ გავლილმა კურსმა სხვანაირად დამანახა საკუთარი მომავალი და, ალბათ, საკუთარი თავიც, რისთვისაც მადლობას გიხდით'', - ანა ფეოდოროვი

,,სმარტ აკადემიამ და აქ გავლილმა კურსმა სხვანაირად დამანახა საკუთარი მომავალი და, ალბათ, საკუთარი თავიც, რისთვისაც მადლობას გიხდით'', - ანა ფეოდოროვი

 ანა ფეოდოროვმა სმარტ აკადემიაში UI/UX ქოფირაითინგის კურსი გაიარა და ახლა საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

,,ჩემი მიზანი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სრულიად ახალ სფეროში შესაძლებლობების მოსინჯვა იყო’’

კურსის შესახებ

მქონდა მოლოდინი, რომ კურსი  საინტერესო იქნებოდა და მნიშვნელოვან ცოდნას მომცემდა. მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამართლდა.

კურსმა მასწავლა ბრიფზე მუშაობა და იმ ძირითად გამოწვევებთან გამკლავება, რომლებიც UX/UI ქოფირაითინგში გვხვდება. ვისწავლე, როგორ უნდა გავიაზრო და დავახარისხო ბრიფში მოცემული ინფორმაცია სწორად, როგორ უნდა დავიწყო მუშაობა, რა არ უნდა გამომრჩეს არასდროს. ამ ყველაფრის შედეგად გავხდი უფრო თავდაჯერებული, რაც დამეხმარება, რომ  მომავალში სრულფასოვნად ვაკეთო ჩემი საქმე.

ლექტორის შესახებ

ქეთი დიასამიძე არის ადამიანი, რომელსაც ვენდობი. მისგან მიღებულმა უკუკავშირმა ყველაზე მეტი რამ მასწავლა. ვფიქრობ, რომ ის არის ძალიან ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული ლექტორი, რომელიც  გულწრფელად გულშემატკივრობს თავის სტუდენტებს.

გამორჩეული ლექცია

გამორჩეული ლექციები იყო ბრენდები ინსაითებსა და TOV-ზე.

კურსის დასრულების შემდეგ

მაქვს მოლოდინი, რომ დავსაქმდები მარკეტინგის უკიდეგანო ინდუსტრიაში.

პროფესია - UI/UX ქოფირაითერი

ეს პროფესია კარგად განვითარებულ წერით უნარებსა და შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს. ვფიქრობ, რომ ეს არის საქმე, რომელიც მუდმივად გიბიძგებს განვითარებისკენ და ერთსა და იმავეს არასდროს "გამეორებინებს". მარტივად ვიტყვი: ორჯერ არასდროს შედიხარ ერთსა და იმავე მდინარეში, რაც, თავის მხრივ, ერთფეროვნებასა და მოწყენილობას გამორიცხავს.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ და აქ გავლილმა კურსმა სხვანაირად დამანახა საკუთარი მომავალი და, ალბათ, საკუთარი თავიც, რისთვისაც მადლობას გიხდით.

UI/UX ქოფირაითინგის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები