სმარტ აკადემია DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია!
სმარტ აკადემია DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია!DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, წელს უკვე მეცხრედ ტარდება. სამდღიანი ფესტივალი 27-29 ნოემბერს გაიმართება.
DataFest Tbilisi 2025 მთლიანად მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ეძღვნება. განხილულ თემებს შორის იქნება:
ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთანაა დაკავშირებული - დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებსა და სხვას. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-მდე ქვეყნიდან 6000-მდე მონაწილეს, 300-ზე მეტ ვორკშოფსა და 310 სპიკერს უმასპინძლა. ყოველწლიურად, ფესტივალი სცენას უთმობს როგორც ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე მოწვეულ სპიკერებს ისეთი მსხვილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Microsoft, Canva, Wix, Apple, IBM, Volvo და ა.შ.
წლევანდელი DataFest Tbilisi-ს ფოკუსია ხელოვნური ინტელექტი - როგორ გამოიყენება იგი სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, კომუნიკაციები, ჯანდაცვა, მმართველობა) და რა გამოწვევებს უკავშირდება მისი რეგულირებისა და ეთიკური საკითხები.
გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ.შეიძინე ბილეთები აქ: https://www.datafest.ge/tickets/