0
მენიუ
banner banner

სმარტ აკადემია AI & Marketing 2026-ის პარტნიორია!

სმარტ აკადემია AI & Marketing 2026-ის პარტნიორია!

საქართველო მასპინძლობს პირველ მასშტაბურ კონფერენციას, რომელიც სრულად ეძღვნება იმ ახალ რეალობას, სადაც AI განსაზღვრავს მომხმარებლის არჩევანს, ბრენდის ხილვადობას და კონკურენციის წესებს. დღეს მილიონობით ადამიანი მიმართავს ChatGPT-ს, Gemini-ს, Perplexity-ს და სხვა გენერაციულ AI სისტემებს კითხვით:

  • რომელი სერვისი შევარჩიო?
  • რომელი ბრენდი სჯობს?

ამიტომაც იმართება AI × Marketing 2026 - ქვეყნის პირველი კონფერენცია, რომელიც სწორედ ამ გარდამტეხ ტრენდებს აერთიანებს.

რატომ არის ღონისძიება მნიშვნელოვანი?

თუ ხართ მარკეტინგის ლიდერი, ბრენდ მენეჯერი, SEO სპეციალისტი, ბიზნეს ინოვატორი ან სტარტაპერი - აქ პირველად გაიგებთ: 

  • როგორ ცვლის AI რეკომენდაციები მომხმარებლის გზას;
  • რატომ ხდება ChatGPT ახალი „საძიებო ფანჯარა“;
  • როგორ უნდა გახდეს თქვენი ბრენდი ხილვადი იმ ადგილას, სადაც მომხმარებელი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

სპიკერები გაუზიარებენ რეალურ ქეისებს, ტენდენციებს და იმ პრაქტიკულ სტრატეგიებს, რომლებიც 2026 წელს განსაზღვრავს AI-ზე დაფუძნებულ მარკეტინგს.

ვინ უნდა დაესწროს?

კონფერენცია განკუთვნილია მათთვის, ვინც ზრდას, ინოვაციას და კონკურენტულ უპირატესობას ეძებს:

  • მარკეტინგის და SEO სპეციალისტები
  • ბრენდ მენეჯერები და CMO-ები
  • ბიზნესის მფლობელები და სტარტაპერები
  • ციფრული სააგენტოები და Growth გუნდები
  • ტექნოლოგიური ინოვატორები და AI ენთუზიასტები

თუ თქვენი მიზანია ბრენდის ზრდა, კლიენტების მოზიდვა ან კონკურენტებზე წინ გასვლა, ეს ღონისძიება სწორედ თქვენთვისაა.

⭐ Afterparty – Tita Restaurant

კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუმრებს ელოდებათ ექსკლუზიური Afterparty Tita Restaurant-ში:

  • Welcome drink
  • ლაივ მუსიკა და DJ
  • პრემიუმ გარემო და პანორამული ხედები
  • Networking ახალი პარტნიორობებისა და შესაძლებლობებისთვის

ნუ გამოტოვებთ შანსს - აღმოაჩინეთ AI მარკეტინგის ახალი წესები პირველი ხელიდან.

28 თებერვალი, 2026 | Golden Tulip Design, თბილისი

შეიძინე ბილეთები აქ ? TKT.GE/AI&Marketing


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები