0
მენიუ
banner banner

პროფესია - კიბერუსაფრთხოების ინჟინერი




Video thumbnail

 16 მარტს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: ,,პროფესია - კიბერუსაფრთხოების ინჟინერი''

📌 მაიკო სვანიძე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 რა არის კიბერუსაფრთხოება და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს მიმართულება დღევანდელ ბიზნეს რეალობაში

📌 რა გამოწვევები და მოთხოვნები ხვდება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს განვითარებისა და კარიერული ზრდის გზაზე

📌 რა სახის კარიერული მიმართულებები არსებობს და როგორია სამუშაო ბაზარის მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე

?‍♀️ ვინ არის მაიკო სვანიძე?

? მაიკო სვანიძეს აქვს 9 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, ბოლო 2 წელია ის უშუალოდ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს 

📌 მას აქვს მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მიერ გაცემული სერტიფიკატები: AttackIQ Partner Academy certified professional, Proofpoint Certified Ransomware Specialist, Logsign SIEM/SOAR Administrator, Bitdefender Certified MSP Specialist, Bitdefender Certified Technical Specialist, ObserveIT InsiderThreat Management  Certified Administrator,  Proofpoint Accredited Channel Sales Engineer(PACSE), Tenable Certified Sales Engineer-VM, Tenable Certified Pre-Sales Integrator- Tenable.io,  VTSP - CB (Carbon Black Endpoint Protection 2020);

📌 2021 წელის დეკემბერში მაიკო გახდა საერთაშორისო უსაფრთხოების ბრენდის AttackIQ-ს Defender of the month ნომინაციის გამარჯვებული, ხოლო 2022 წლის მაისში AttackIQ Informed Defenders Champion სტატუსი მოიპოვა;

📌 2020 წლიდან დღესმდე მაიკო არის მოწვეული სპეციალისტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, არის ციფრული ტექნოლოგიების პრინციპების კურსის ლექტორი;

📌 ამჟამად არის კიბერ თავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი 42digital-ში.

? დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.
HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.
ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებას, ფოტორეალისტური რენდერების შექმნასა და Photoshop-ში პოსტპროდაქშენს.
Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

ყველა კურსი

სასურველი კურსები