გელა ჩიღოშვილი
Lawyer @ Liberty Bank
გელა ჩიღოშვილი
- გელა ჩიღოშვილი არის იურისტი და შრომის სამართლის ექსპერტი, რომელსაც აქვს 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- მისი კარიერა დაიწყო ადმინისტრაციულ ორგანოებში იურისტის პოზიციაზე მუშაობით. მოგვიანებით საქმიანობა განაგრძო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, სადაც აქტიურად იყო ჩართული კანონშემოქმედებით პროცესებში. ამ პერიოდში მონაწილეობდა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
- გელას აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც - იურიდიულ ფირმაში, სადაც კლიენტებს უწევდა სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის და არამხოლოდ, ბიზნესისა და შრომის სამართლის მიმართულებით;
- ამჟამად გელა ჩიღოშვილი დასაქმებულია სს „ლიბერთი ბანკში“, იურიდიულ დეპარტამენტში;
- მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული განვითარება, არამედ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სტუდენტებთან, მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერა და პრაქტიკული გამოწვევების გადალახვაში დახმარება.