0
მენიუ
banner banner

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი
ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
2 თვე • 15 შეხვედრა • 30 სთ
თარიღი
16 სექტემბერი
ოთხშაბათი 20:00-22:00 სთ შაბათი 17:00-19:00 სთ
ღირებულება
1090 ₾ 970 ₾




სილაბუსი მალე განახლდება

სოციალური მედია მარკეტინგისა და ედვერთაიზინგის კურსის მიზნებია კურსდამთავრებულებმა შეძლონ სოციალური მედიის არხების დამოუკიდებლად მართვა, კონტენტისა და რეკლამის დაგეგვმა და აღსრულება, კომპანიის საჭიროებების განსაზღვრა სოციალური მედიის მიმართულებით, სოციალური მედიის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა და მისი განხორციელება. კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

კურსის ბოლოს შეძლებ

  • კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშების შექმნას და გამართვას 
  • სოციალური მედიის ბრიფის შედგენას, დიზაინერთან ერთად მუშაობას
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას და მომხმარებლის პერსონების შექმნას
  • სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებას
  • კონტენტის დაგეგმვას, შექმნასა და გამოქვეყნებას
  • ქოფირაითინგის ფორმულების პრაქტიკაში გამოყენება და სწორი მესიჯების შემუშავება
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის წარმოებას, კრიზის მენეჯმენტს
  • რეკლამის დაგეგმავს და განხორციელებას, სარეკლამო კამპანიების გაშვებას 
  • სოციალური მედია აქტივობების ანალიზს, რეპორტინგსა და ოპტიმიზაციას 
  • ფეისბუქ და ინსტაგრამ შოპების შექმნას
  • სოციალური მედიის მართვის პროცესში დამატებითი პლატფორმების გამოყენებას 

სასწავლო კურსის მოთხოვნები:

სოციალური მედია მარკეტინგის კურსის გასავლელად სტუდენტს დასჭირდება ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე (A2-B1)

ლექტორის შესახებ: 

  • ნათია ზარნაძე არის სოციალური და ციფრული მედიის მარკეტერი 7 წელზე მეტი გამოცდილებით. ამჟამად ის კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის ციფრული რეკლამისა და ანალიტიკის ხელმძღვანელია.
  • მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორიცაა McDonald’s, Elit Electronics, Askaneli, Radisson Hotels, Adjara Group, PSP, TKT GE, Georgian Football Federation, Huawei Mobile, Lenovo Georgia & Armenia და სხვ.
  • 2017-2019 წლებში ნათია იყო მარკეტინგული სააგენტო Gingers-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელი; 2020 წელს კი Meta Agency-ში სოციალური მედიისა და კონტენტის მიმართულების უფროსის პოზიციას იკავებდა. 
  • ნათიას აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს სხვადასხვა დროს მარკეტინგული კვლევების, არაციფრული მედიისა და მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას. 

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

ციფრული მარკეტოლოგი ქოფირაითერი სოციალური მედიის მენეჯერი ციფრული რეკლამის მენეჯერი მედია ბაიერი მარკეტინგის ავტომატიზაციის სპეციალისტი რეკლამის ქოფირაითერი მედია პლანერი ციფრული სტრატეგი მარკეტინგის ანალიტიკოსი მარკეტინგის ტექნოლოგი ციფრული კამპანიის მენეჯერი

★★★★★

კურსის შეფასებები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

მსგავსი კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

ყველა კურსი

სასურველი კურსები