0
მენიუ
banner banner

როგორ გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერი - კურსის პრეზენტაცია




Video thumbnail

✨ 7 სექტემბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევთ უფასო ღია ლექციაზე: როგორ გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერი - კურსის პრეზენტაცია

☀️ თაკო აბრამაშვილი და ლიდა ხუციშვილი წარმოგვიდგენენ განახლებულ პროგრამას და ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

რამდენად მოთხოვნადია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პროფესია?

რატომ გახდა მნიშვნელოვანი ავტომატიზებული ტესტირება მანუალურთან ერთად

რა მოვალეობები და უნარები აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერს?

რა ტიპის კომპანიებშია შესაძლებელი დასაქმება?

რამდენია ანაზღაურება როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე?

რამდენ ხანშია შესაძლებელი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების შესწავლა?


ვინ არის თაკო აბრამაშვილი?

თაკო აბრამაშვილს აქვს 6 წლამდე გამოცდილება IT სფეროში, ძირითადი დომეინები: ბანკინგი, ელ.კომერცია, Big data

3 წელი იკავებდა ტესტერის პოზიციას სფეისში და პასუხისმგებელი იყო 2 ქვეყნის პროექტზე

1 წელი მუშაობდა ამერიკულ კომპანია mrkt.ge-ში, გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა ელექტრონული გაყიდვების პლატფორმაზე

ბოლო 2 წელია მუშაობს საერთაშორისო კომპანია EPAM-ში


ვინ არის ლიდა ხუციშვილი?

ლიდა ხუციშვილს აქვს 5 წლიანი გამოცდილება ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით

წლების მანძილზე თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: SweeftDigital, EPAM, CityWide Group

ამჟამად მუშაობს CityWide Group-ში ავტომატიზაციის მიმართულებით და პროექტის ფარგლებში პასუხისმგებელია ხარისხის უზრუნველყოფის ყველა მიმართულებაზე


დასწრება თავისუფალია

დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.
ვიდეო მონტაჟის კურსი - ADOBE PREMIERE PRO

ვიდეო მონტაჟის კურსი - ADOBE PREMIERE PRO

სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეო ედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.
IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.
BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

ყველა კურსი

სასურველი კურსები