? 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ღია ლექციაზე: ,,როგორ გავხდე IT პროექტების მენეჯერი''
✨ თუკი დამწყები, ან მოქმედი IT პროექტების მენეჯერი ხარ, ან უბრალოდ პროექტების მართვა გაინტერესებს, შემოგვიერთდი ღია ლექციაზე და მოისმინე პასუხები შენთვის საინტერესო თემებზე
✨ ნინო ძამაშვილი არის საერთაშორისო კომპანია Quantori-ის Senior IT Project / Delivery Manager, Senior Scrum Master, Mentor, Agile Coach, Facilitator, Trainer ✨ იგი არის PSM I-სა და PSM II-ის მფლობელი, ასევე არის ლიცენზირებული ფასილიტატორი ✨ ნინოს აქვს 9+ წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიებში პროექტების მართვის მიმართულებით. მისი მიმართულებებია: BioTech, Life Science, FinTech, Banking, სახელმწიფო სერვისები ✨ იგი ხელმძღვანელობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის პროექტებს და პარალელურად ატარებს ტრეინინგებს პროექტების მართვაზე, ეჯაილ მეთოდოლოგიებზე, ეჯაილ გუნდის ფასილიტაციაზე
დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე.
კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით.
REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.
AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციების პრაქტიკულ გამოყენებას, რათა შეძლონ რეალური სამუშაო და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.
ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.
iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.
IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.