0
მენიუ
banner banner

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი
ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
3 თვე • 23 შეხვედრა • 42 სთ
თარიღი
8 სექტემბერი
სამშაბათი - 20:00 - 22:00 სთ პარასკევი - 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება
1550 ₾ 1350 ₾
მომდევნო ჯგუფი
თარიღი 1 ოქტომბერი
გრაფიკი
ორშაბათი 20:00-22:00 სთ ხუთშაბათი 20:00-22:00 სთ
ღირებულება
1550 ₾




გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანი

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფერო ჩვენს რეალობაში, ამიტომ მოგვეთხოვება, რომ მუდამ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენი ცოდნით და შესაძლებლობებით. 

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.


გრაფიკული დიზაინის კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop და Adobe Illustrator) ტექნიკური ცოდნა და Adobe Indesign-ის პროგრამის ძირითადი პრინციპები. საკუთარი იდეების დამუშავებისა და გაცოცხლებისთვის. 

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ: 

  • Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლები
  • საბეჭდი და ვებ-მასალის მომზადება
  • ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობა
  • მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობა
  • მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნა


ლექტორის შესახებ:

  • გიორგი ვართუმაშვილი არის გრაფიკოს დიზაინერი/ილუსტრატორი, რომელიც უკვე 6 წელია ამ სფეროში მუშაობს. ამჟამად დასაქმებულია სარეკლამო სააგენტო „სმარტ ვებ“-ში;
  • მისი ნამუშევრები მოიცავს სხვადასხვა სტილის ილუსტრაციებს, მათ შორის სარეკლამო პოსტერებს, NFT-პროექტებს და შეფუთვის დიზაინებს;
  • გიორგის გრაფიკული პორტფოლიო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://dribbble.com/Vartumashvili


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

გრაფიკული დიზაინერი UX/UI დიზაინერი UX მკვლევარი ილუსტრატორი ვიზუალური დიზაინერი გრაფიკული ილუსტრატორი ციფრული ილუსტრატორი

★★★★★

კურსის შეფასებები

გრაფიკული დიზაინის კურსი

მსგავსი კურსები

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

ყველა კურსი

სასურველი კურსები